Wednesday, July 20, 2016

სასამართლო დავა

როგორც წინაზე ვისაუბრეთ სასამართლოში შესაძლოა დაიწყოს დავა თუკი კრედიტორი და მსესხებელი ვერ შეთანხმდებით სესხების მოცულობაზე და მისი დაფარვის ვადაზე.თუკი სასამართლოში ასეთ შეთანხმებას ვერ მიაღწიეთ მოსამართლე გამოგიცხადებთ რომ დაიწყება დავა და მის გადასაჭრელად ისევე როგორც კრედიტორმა აგრეთვე გამსესხებელმა უნდა წარმოედგინოთ მტკიცებულებები და უნდა დაასაბუთოთ თქვენი პოზიციები თუ რატომ არ ეთანხმებით სესხის პირობებს.პირველ სიტყვას რათქმაუნდა იტყვის გამსესხებელი და მისი სიტყვები არ იქნება წინამორბედებისაგან განსხვავებული.გამსესხებლის მხარე იტყვის რომ სესხები აღებული იყო ამა და ამ დროს და თქვენ უნდა დაგებრუნებინად ამა თუ იმ ვადაში მაგრამ არ დააბრუნეთ რამაც გამოიწვია პირგასამტეხლოსა თუ საკომისიოს ყოველდღიური დაწერა.აგრეთვე გამსესხებელი მოგმართავთ თქვენ იმ სიტყვებით რომ სესხის აღებისას დათანხმდით მის პირობებსა და პირგასამტეხლოს ამიტომაც არ გაქვთ უფლება მათზე უარი თქვათ მაგრამ ნუ შეუშინდებით როდესაც მოსამართლე დაიწყებს თქვენს მოსმენას თქვენ უნდა მოიქცეთ ისე როგორც საჭიროა და აღიაროთ ის რაც საღიარებელია.თქვენ უნდა დათანხმდეთ იმას რომ სესხი მართლაც გამოიტანეთ და დათანხმდით მის კაბალურ პირობებს მაგრამ დაზღვეული არ იყავით რომ გადაგეხადათ ამიტომაც ვერ უზრუნველყავით დროული დაბრუნება ან ვერ მიაღწიეთ სესხების გადანაწილებას კრედიტორთან და გადანაწილებაზე შემოთავაზება მიიღეთ მხოლოდ გაორმაგებულ ან გასამმაგებულ თანხაზე.თქვენი სიტყვები უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს და არ უნდა იყოს თავის დაღწევის მიზნით მოყვანილი მაგალითი,თქვენ უნდა აღიაროთ რომ დათანხმდით მის პირობებს საკომისიოსა და პირგასამტეხლოს ნაწილში მაგრამ სასამართლოს მეშვეობით მოითხოვთ პირგასამტეხლოს შემცირებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420 ე მუხლის თანახმად.თქვენ აგრეთვე უნდა გაითვალისწინოთ ისიც რომ ძირ თანხაში გაქვთ გადახდილი გარკვეული თანხა ( თუ რათქმაუნდა გაქვთ გადახდილი ) და მოითხოვოთ ამავე ოდენობის თანხის დაქვითვა სესხებიდან.რათქმაუნდა სასამართლო ობიექტურად შეხედავს ამ საკითხს და მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას რის შემდეგაც მოხდება გადაწყვეტილების გაცნობა.თუ თქვენი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული 100 % ით სასამართლო მინიმალურ თანხაზე მაინც ჩამოიყვანს სესხის მოცულობას და დასაბრუნებელი თანხის ციფრულ მაჩვენებელს.დაიმახსოვრეთ რომ სასამართლოში თქვენ უნდა აღიაროთ ისიც რომ კრედიტორის უფლებები იყო დარღვეული თქვენი მხრიდან იმ დღეს როდესაც პირველად გადააცილეთ სესხს მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს რომ კრედიტორი თქვენს ხარჯზე გამდიდრდეს.თქვენ უნდა დათანხმდეთ და შეეგუოთ იმ ფაქტსაც რომ კრედიტორმა მოგება უნდა ნახოს დარღვეული სესხიდან მაგრამ პირგასამტეხლო უნდა იყოს არა 1+% გადაცილებულ დღეზე არამედ იმდენად გონივრული რომ მსესხებელიც არ დაზარალდეს.

Tuesday, July 12, 2016

დაუყოვნებლივი აღსრულება

რა არის დაუყოვნებლივი აღსრულება და რა გარემოებისას შესაძლოა მოხდეს წარმორბები?უპირველეს ყოვლისა დაუყოვნებლივი აღსრულება შესაძლოა კრედიტორის მიერ იყოს მოთხოვნილი სასამართლოში.ასეთ დროს კრედიტორი პირდაპირ ამბობს იმას რომ სურს სესხების რაც შეიძლება სწრაფად ამოღება და ამიტომაც ის მოითხოვს რომ ჩატარდეს წარმოება დაუყოვნებლივ.დაუყოვნებლივი აღსრულება მოიცავს იმ წარმოებების რაც ჩვენთვის უკვე არის ცნობილი: საბანკო ანგარიშების დაყადაღება,მოძრავი ქონების დაყადაღება,საფოსტო გზავნილების დაყადაღება და ა.შ
მიუხედავად იმისა რომ სესხების ამოღების მიზნით კრედიტორი მოითხოვს დაუყოვნებლივ აღსრულებას თქვენ შეგიძლიათ კრედიტორს შევთანხმდეთ თანხის გადანაწილებით გადახდაზე ხოლო თუ კრედიტორი არ დაგთანხმდებათ შეძლებს წარმოების ეტაპზე კვლავ დააყენოთ ასეთი საკითხი როგორიც არის სასიცოცხლო მინიმუმის გათვალისწინება რაც სესხების დაბრუნებას უზრუნველყობს ისე რომ არც თქვენ დარჩეთ თანხის გარეშე...რათქმაუნდა საჭირო იქნება ხარჯების წარდგენა აღსრულების ეროვნულ ბიუროში.დაიმახსოვრეთ ერთი რამ რომ პირველ რიგში დაყადაღდება საბანკო ანგარიში რადგან ეს პროცესი ყველაზე მარტივია იმისათვის რომ სესხები დაბრუნდეს სწრაფად ხოლო თუ თქვენ არ გაქვთ ხელფასი და არ გაგაჩნიათ არაფერი თქვენს სახელზე აღსრულება გეწვევათ ფაქტობრივ მისამართზე და მოითხოვს ბინის ან სახლის დათვალიერებას რათა თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს დაყადაღება ნივთების.ერთადერთი გზა კი ამისი თავიდან აცილებისათვის არის ქვითრების ან საგარანტიო ფურცლებით დამტკიცება რომ ნივთები თქვენ არ გეკუთვნით.სხვა შემთხვევაში ნივთების გამოხსნა შესაძლოა მხოლოდ სასამართლოთი ისიც მოწმეების დახმარებით.ასეთი საქმე მი საშუალოდ 500 ლარს ითვალისწინებს ადვოკატისათვის გადასახდელ თანხას რადგან ეს საქმე საკრედიტო არ არის და შესაბამისად სიძნელეებთან არის დაკავშირებული გარდა იმისა რომ გრძელვადიანი პროცესია.ამიტომაც გაითვალისწინეთ თუ არ გაქვთ შემოსავალი და სესხების დაბრუნებას ვერ უზრუნველყოთ ან ვერ გაწვდებით სჯობს არ გაეკაროთ რადგან უფულოდ თავის ტკივილი უფრო ადვილი გადასატანია ვიდრე ვალით

Saturday, June 25, 2016

როდესაც კრედიტორი მიდის სამსამართლოში

გადაცილებაში მყოფი სესხები უმეტეს წილად არის გაპრობლემებული,ეს კი გულისხმობს იმას,რომ მათი ამოღება და მსესხებლის დათანხმება რაიმე წინადადებაზე არის საკმაოდ რთული,ამიტომაც სესხების ამოღემის მიზნით კრედიტორი იტოვებს უფლებას ჩაატაროს გამარტივებული წარმოება რაზეც უკვე ვისაუბრეთ.ზოგადად ყველა კრედიტორი არ იყენებს ასეთ მომსახურებას და ზოგი სასამართლოში მიდის პირდაპირ.თუკი აღსრულების წარმოება არ ჩატარდება,შესაბამისად გამსესხებელი სასამართლოს აკითხავს და შეაქვს სარჩელი მსესხებლის წინააღმდეგ.სარჩელი მოიცავს იმ დოკუმენტებს რაც პირველ რიგში ამტკიცებს იმას,რომ სესხით ისარგებლეთ.კონტრაქტი,რომელსაც დაეთანხმეთ სესხების აღებისას,თქვენი გადახდების ამონაწერი თუ რათქმაუნდა გაქვთ ძირ თანხაში გადახდილი რაიმე თანხები და გამსესხებლის ინფორმაცია,ანუ ის ინფორმაცია რომლითაც ის არის ოფიციალურად რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.ამ ფურცლების გამზადებისას მომჩივანი მხარე ყველა ამ დოკუმენტს გადასცემს სასამართლოს და 1 ეგზემპლიარს იტოვებს თავისათვის საქმის წარმოებისთვის.სასამართლო მას აძლევს ერთ ეგზემპლიარს მოპასუხისათვის გადმოსაცემად რომ მსესხებელი გაეცნოს საჩივარს.გამსესხებელმა თავად უნდა უზრუნველყოს ამ სარჩელის ჩაბარება მოპასუხისათვის და უგზავნის მას ფოსტით ან პირადად გადასცემს დიდ კონვერტს რომელსაც აწერია საქალაქო სასამართლო და არის დალუქული.
რაც შეეხება სასამართლო გადასახდელს ის დამოკიდებულია სადაო საგანზე.თუ მისი მოცულობა ნაკლებია 2000 ლარზე,სასამართლო გადასახადი განისაზღვრება 50 ლარით ხოლო თუ მეტია,100 ლარით.იმასთან დაკავშირებით თუ ვინ გადაიხდის სასამართლო ხარჯებს ეს სასამართლოს დასრულებამდე არის უცნობი და ნუ მოტყუვდებით იმაში,რომ ამ 50 თუ 100 ლარის გადახდა თქვენ მოგიწევთ.ხშირად გამსესხებელი სასამართლო ხარჯს გვიფასებს 500-600 ლარად ამასაც არ დაუჯეროთ,რადგან თავად გამსესხებლის ინტერესში სასამართლო არ შედის და ის მოქმედებს შესაბამისად ისე,რომ სესხი თავის პროცენტებიანად ამოიღოს უვნებლად,რაც სასამართლო დავისას ფაქტიურად შეუძლებელია.თუ სასამართლოზე გამსესხებელი და მსესხებელი გარკვეულ თანხაზე შეთანხმდებიან და საქმე მოლაპარაკებით დასრულდება სასამართლო გადასახადი არ დაეკისრება არცერთ მხარეს.გაითვალისწინეთ.თქვენს ინტერესში თუ არის სესხის პროცენტის დაკლება ან სესხის ძირ თანხაზე უარის თქმა,არავითარ შემთხვევაში არ გაუკეთოთ იგნორი სარჩელს,ვინაიდან თქვენი უმოქმედობა იქნება კრედიტორისათვის თავისი მიზნის მიღწევის ტოლფასი,რადგან ასე და მხოლოდ ასე შეძლებს გამსესხებელი იმ თანხის ამოღებას,რომელზეც ის გედავებათ.

Wednesday, June 22, 2016

რა საფრთხეებს შეიძლება წავაწყდეთ თუ სესხს დროულად არ დავფარავთ და არასათანადოდ შევაფასებთ გამსესხებლებს?

როდესაც გამსესხებელი ასესხებს თანხას მსესხებელს ის დარწმუნებული უნდა იყოს იმაში რომ მსესხებელი თანხას დროულად დაუბრუნებს აგრეთვე იმაში რომ მსესხებელს აქვს სტაბილური შემოსავალი და რათქმაუნდა არ გააჩნია სხვა სასესხო ვალდებულებები თუმცა დღეს ასეთი რამე მხოლოდ ბანკებში მოწმდება გულდასმით.მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კი მხოლოდ ე.წ შავი სიით იკვლევენ არის თუ არა მსესხებელი რაიმე გადაცილებაში და რამდენად გადამხდელია ის.ზოგ შემთხვევაში ესეც კი არ არის საჭირო.როდესაც სესხი გადადის გადაცილებაში თავად გამსესხებელი ცდილობს დაგაბრუნებინოთ თანხა მაგრამ თუ კი დაბრუნება ვერ ხერხდება ის გადასცემს თქვენს საქმეს კოლექტორული სააგენტოს.კოლექტორული სააგენტოები კი ცდილობენ სინდისიერად თუ აეასინდისიერად დააბრუნებინონ მსესხებელს სესხები რაც დამეთანხმებით ალბათ ყველასათვის პრობლემატური და მუდმივად განსახილველი საკითხია.სააგენტოები არასინდისიერად გვაკითხავენ სახლში გადასცემენ მესამე პირებს ჩვენი სესხის არსებობის შესახებ ინფორმაციას,რაც ყველასათვის მიუღებელია და რაც მთავარია აწუხებენ ჩვენს თანამშრომლებს უფროსებსა თუ ოჯახის წევრებს მაშინ როდესაც ჩვენ თვითონ არ ვამჯღავნებთ ამას.ასეთ დროს საჭიროა გავითვალისწინოთ ის რომ გაგაფრთხილოთ კოლექტორები და მოვუწოდოთ მათ იმოქმედონ კანონის ფარგლებში.ასეთ დროს ისინი იმუქრებიან რადგან თავს დადებენ თავიანთ პატიოსნობაზე მაგრამ ნურც ამ მუქარებს აჰყვებით და კვლავ მოუწოდეთ იმუშაონ ისე როგორც საჭიროა და როგორც კანონით არის განსაზღვრული. საფრთხეები შესაძლოა ასეთ დროს აღმოჩნდეს როგორც ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა ისევე ფსიქოლოგიურად ადამიანის განადგურება და თვითმკვლელობამდე თავის მიყვანა.დაიმახსოვრეთ რომ ყოველი ასეთი ქმედება არის უკანონო თქვენ შეგიძლიათ სამართლიანად მოითხოვოთ პასუხი და უჩივლოთ ყველას ვინც ასე მოგექცევათ.რაც შეეხება ძალადობას ან ფსიქოლოგიურად ადამიანის განადგურებას ეს ცალკეული საკითხია რომელიც შესაძლოა კრედიტორს სესხის ამოღების ნაცვლად მხოლოდ ზიანის მომტანი იყოს რადგან თქვენ შესაბამისად ასეთ დროს გექნებათ უფლება მოყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვოთ.ადამიანის ფსიქიკის დანგრევა და განადგურება ეს არის დანაშაული რომელზეც პასუხს ვერავინ გაექცევა რადგან ასეთ დროს ადამიანი მიდის თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე მხოლოდ იმის გულისთვის რომ თავი აარიდოს ასეთ მოქცევასა და მიმართვას სესხების გამცემი პირისგან თუ სესხების ამომღებისაგან.

Monday, June 20, 2016

როგორ შევწყვიტოთ გამარტივებული წარმოება

უმეტესობამ არც იცის რომ გამარტივებული წარმოება არ ეყრდნობა კრედიტორის ინტერესს,ის უბრალოდ ტარდება კრედიტორის მოთხოვნით,მაგრამ თუ კი მოხდება წარმოების გასაჩივრება მის დაწყებამდე,რათქმაუნდა ის არ ჩატარდება,რადგან ასეთი ტიპის დავები არ წყდება აღსრულების ეროვნულ ბიუროში და ის სასამართლოს გადასაწყვეტია.ასეთი წარმოებები შეჩერებადია და მისი შეჩერება შეიძლება მის ჩატარებამდე.ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ ის,რომ შეტყობინების ჩაბარებისთანავე მოგვეცემა ვადა 10 დღის ოდენობით რათა პასუხი გავცეთ გამსესხებლის მოთხოვნებსა და გამარტივებულ წარმოებებს.იმისათვის რომ შევწყვიტოთ აღნიშნული წარმოება,აუცილებლად უნდა მივიდეთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში და განვაცხადოთ წერილობითი უარი მასზე.აღსრულების ეროვნული ბიურო მდებარეობს დიღომში აღმაშენებლის ხეივანზე.წერილობითი უარის განცხადებისათვის უნდა შევიდეთ კაბინეტში და ვთხოვოთ ოპერატოს დახმარება.აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი თავად დაწერს განცხადებას,ამობეჭდავს მას და მოგვცემს გადასამოწმებლად რათა გავეცნოთ,რის შემდეგაც უნდა მივუთითოთ ჩვენი მისამართი თარიღი და ხელმოწერა.ამის შემდგომ კი წერილი უნდა გადავცეთ ოპერატორებს მიმღებში.წარმოება ჩაითვლება შეწყვეტილად და გამსესხებელს მოეჭრება ყველა გზა გარდა სასამართლოში მისვლისა.თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ დაეთანხმოთ წარმოებას რის შემდეგაც წარმოება ჩატარდება,ან ნაწილობრივ დაეთანხმოთ და დათანხმდეთ მოლაპარაკებას,რომლის შუამავალიც იქნება აღსრულების ეროვნული ბიუროს ქეის მენეჯერი.ალბათ დამეთანხმებით რომ მოლაპარაკება ისეთ გამსესხებელთან რომელიც იმაზე მეტს ითხოვს ვიდრე მას ეკუთვნის,საკმაოდ რთულია რადგან მისი მოთხოვნები დღეში მინიმუმ 1 % შეადგენს,რაც წელიწადში 365 % ითვალისწინებს სესხის ძირი თანხისა.2007 წლამდე საქართველოში იკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სესხი,რომლის წლიური სარგებელი 120% შეადგენდა,თუმცა აღნიშნული კანონი საქართველოს კანონმდებლობიდან სრულიად ამოვარდა 2007 წელს,რამაც გამოიწვია მასიურად ისეთი ორგანიზაციების ჩამოყალიბება როგორიც არის,მიკრო საფინანსო ან სწრაფი ონლაინ სესხები.მიუხედავად ამ ყველაფრისა თქვენ გაქვთ საშუალება  მიმართოთ სასამართლოს პროცენტის დაწევის მოთხოვნით,რადგან გაქვთ ამისი უფლება.რაც შეეხება გამარტივებულ წარმოებას დარწმუნებული იყავით იმაში,რომ სასამართლოს გარეშე თქცენი ინტერესები რათქმაუნდა გათვალისწინებული იქნება.

გამარტივებული წარმოება

გამარტივებული წარმოება

ალბათ ყველას გაგვიგია გამსესხებლისგან მსგავსი შინაარსის სიტყვები იმასთან დაკავშირებით,რომ სასამართლო არ არის საჭირო თქვენი ანგარიშისა თუ ქონების დაყადაღებისათვის,თუმცა არ შეგვიძლია მთლად დავეთანხმოთ ამ სიტყვებს,რადგან უკანონო ქმედება მიგვაჩნია.აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს მსგავსი ტიპის წარმოება,რაც კრედიტორისათვის გამარტივებულ გზას წარმოადგენს.თუ კი გამსესხებელი წარადგენს იმ დოკუმენტაციას რაზეც ხელი მოაწერეთ და რასაც დაეთანხმეთ სესხით სარგებლობამდე,შესაბამისად გამარტივებული წარმოება მისთვის იქნება ხელმისაწვდომი,თუმცა გამსესხებელი 100% ვერ იქნება რათქმაუნდა იმაში დარწმუნებული,რომ აღნიშნული წარმოება ჩატარდება.
გამარტივებული წარმოება მოიცავს შემდგომ წარმოებებს როგორიც არის,სახელფასო ანგარიშებისა თუ ნებისმიერი საბანკო ანგარიშების,აგრეთვე უძრავ-მოძრავი ნივთების დაყადაღებას და შესაბამისად აუქციონის პრინციპით  მათი გაყიდვით კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.თუმცა უმეტესობამ არ იცის ის,რომ ასეთი ტიპის წარმოება შეჩერებადია.თუკი თქვენ არ სცნობთ კრედიტორის მოთხოვნებს სესხებთან დაკავშირებით,აღნიშნული წარმოების თავიდან აცილება მარტივია.ზოგადად,როდესაც ვართ იმის მოლოდინში,რომ ასეთი წარმოება შეიძლება ჩატარდეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ,რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოგვიგზავნის შეტყობინებას ფოსტის მეშვეობით,გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე.გამოგვიგზავნის იმ მისამართზე,რომელიც კრედიტორისათვის არის ცნობილი ამიტომაც,თუ თქვენ მითითებული გაქვთ სხვა მისამართი სესხების აღებისას,სჯობს სასწრაფოთ ჩაანიშნინოთ გამსესხებელს მისი ცვლილების შესახებ.წერილი,როგორც ავღნიშნეთ,მოვა საქართველოს ფოსტის მეშვეობით და კურიერი მას თავად ჩაგაბარებთ.ხოლო თუ ჩაბარება ვერ მოხდება,დაგიტოვებთ წერილს და აღნიშნულ შეტყობინებას დატოვებს ფილიალში 3 დღის ვადით.თუ წერილის ჩაბარება მაინც ვერ მოხერხდა და თქვენ არ იქნებით ინფორმირებული ამის შესახებ ან წერილს ჩაიბარებთ და დაუყოვნებლივ არ მოიმოქმედებთ ყველაფერს წარმოების შესაჩერებლად,წარმოება დაიწყება.ამიტომაც აუცილებელია ყველა ტიპის შეტყობინების ჩაბარება,იქნება ეს სასამართლო კონვერტი თუ გამარტივებული წარმოების ჩატარების ცნობა.დაიმახსოვრეთ,რომ გამარტივებული წარმოების ცნობა არ დევს კონვერტში და ის წარმოადგენს რამოდენიმე ფურცლის დასტას სადაცწერია ყველა ის მოთხოვნა რაც კრედიტორის მიერ არის წამოყენებული,აგრეთვე წარმოების საფასური,რომლის გადახდაც მოგიწევთ თქვენ წარმოების ჩატარების შემთხვევაში და ქმედებების ჩამონათვალი,რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენ საკუთარი თავისა და ინტერესების დასაცავად.რაც შეეხება წარმოების საფასურს ის შეადგენს 100 ლარს.

აღსრულების ეროვნული ბიურო

აღსრულების ეროვნული ბიურო

როგორც ვიცით და როგორც ავღნიშნეთ წინა სტატიებში წარმოებები,რომლებიც მოიცავს ყადაღასა თუ საბანკო ანგარიშების დაბლოკვას,მხოლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას წარმოადგენს,სხვა დანარჩენი არ არის უფლებამოსილი ასეთი წარმოებები ჩაატაროს.აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისას და შესაბამისად ის არ დაიცავს კრედიტორის ინტერესებს თუ მას არ გააჩნია შესაბამისი მტკიცებულება იმისა,რომ მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელის წინაშე.არსებებს ისეთი შემთხვევაც,როდესაც აღნიშნული წარმოებები სასამართლო დადგენილების გარეშე წყდება,ამას კი გამარტივებული წარმოება ჰქვია,რაზეც ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ შემდგომ სტატიაში.ზოგადად შემოსული ზარები და მუქარები იმის თაობაზე,რომ დაგიყადაღდებათ ანგარიშები თუ უძრავ მოძრავი ნივთები,არ არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებული.ეს ზარები შემოდის,როგორც გამსესხებლის,ასევე კოლექტორული სააგენტოს ( ამომღები კომპანიების ) მიერ.ასეთი ზარის შემოსვლისას საჭიროა ჩავიწეროთ საუბრები და თუკი ზარის განმხორციელებელი წარმოგიდგენთ თავს როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი,დაუყოვნებლივ მიმართეთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ამ ჩანაწერით.უკანონოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით სარგებლობა და მუქარების სროლა არის დანაშაული და შესაბამისი პასუხიც გაეცემა ასეთ განცხადებებს.ვინაიდან არავინ არის უფლებამოსილი გამოიყენოს ლანძღვა და მუქარა ვიღაცის,თუნდაც თავისი ინტერესებისა და მოთხოვნების დასაცავად.ხოლო რაც შეეხება აღსრულების ეროვნულ ბიუროს,მისი ქმედებები ასეთი წარმოებებისას არ ხორციელდება არც ზარებით და არც დავით იმასთან დაკავშირებით,რომ თქვენ გაქვთ ვიღაცის წინაშე ვალდებულება.ის მოქმედებს კანონისა და წესების მიხედვით.