როდესაც გამსესხებელი ასესხებს თანხას მსესხებელს ის დარწმუნებული უნდა იყოს იმაში რომ მსესხებელი თანხას დროულად დაუბრუნებს აგრეთვე იმაში რომ მსესხებელს აქვს სტაბილური შემოსავალი და რათქმაუნდა არ გააჩნია სხვა სასესხო ვალდებულებები თუმცა დღეს ასეთი რამე მხოლოდ ბანკებში მოწმდება გულდასმით.მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კი მხოლოდ ე.წ შავი სიით იკვლევენ არის თუ არა მსესხებელი რაიმე გადაცილებაში და რამდენად გადამხდელია ის.ზოგ შემთხვევაში ესეც კი არ არის საჭირო.როდესაც სესხი გადადის გადაცილებაში თავად გამსესხებელი ცდილობს დაგაბრუნებინოთ თანხა მაგრამ თუ კი დაბრუნება ვერ ხერხდება ის გადასცემს თქვენს საქმეს კოლექტორული სააგენტოს.კოლექტორული სააგენტოები კი ცდილობენ სინდისიერად თუ აეასინდისიერად დააბრუნებინონ მსესხებელს სესხები რაც დამეთანხმებით ალბათ ყველასათვის პრობლემატური და მუდმივად განსახილველი საკითხია.სააგენტოები არასინდისიერად გვაკითხავენ სახლში გადასცემენ მესამე პირებს ჩვენი სესხის არსებობის შესახებ ინფორმაციას,რაც ყველასათვის მიუღებელია და რაც მთავარია აწუხებენ ჩვენს თანამშრომლებს უფროსებსა თუ ოჯახის წევრებს მაშინ როდესაც ჩვენ თვითონ არ ვამჯღავნებთ ამას.ასეთ დროს საჭიროა გავითვალისწინოთ ის რომ გაგაფრთხილოთ კოლექტორები და მოვუწოდოთ მათ იმოქმედონ კანონის ფარგლებში.ასეთ დროს ისინი იმუქრებიან რადგან თავს დადებენ თავიანთ პატიოსნობაზე მაგრამ ნურც ამ მუქარებს აჰყვებით და კვლავ მოუწოდეთ იმუშაონ ისე როგორც საჭიროა და როგორც კანონით არის განსაზღვრული. საფრთხეები შესაძლოა ასეთ დროს აღმოჩნდეს როგორც ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა ისევე ფსიქოლოგიურად ადამიანის განადგურება და თვითმკვლელობამდე თავის მიყვანა.დაიმახსოვრეთ რომ ყოველი ასეთი ქმედება არის უკანონო თქვენ შეგიძლიათ სამართლიანად მოითხოვოთ პასუხი და უჩივლოთ ყველას ვინც ასე მოგექცევათ.რაც შეეხება ძალადობას ან ფსიქოლოგიურად ადამიანის განადგურებას ეს ცალკეული საკითხია რომელიც შესაძლოა კრედიტორს სესხის ამოღების ნაცვლად მხოლოდ ზიანის მომტანი იყოს რადგან თქვენ შესაბამისად ასეთ დროს გექნებათ უფლება მოყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვოთ.ადამიანის ფსიქიკის დანგრევა და განადგურება ეს არის დანაშაული რომელზეც პასუხს ვერავინ გაექცევა რადგან ასეთ დროს ადამიანი მიდის თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე მხოლოდ იმის გულისთვის რომ თავი აარიდოს ასეთ მოქცევასა და მიმართვას სესხების გამცემი პირისგან თუ სესხების ამომღებისაგან.