უმეტესობამ არც იცის რომ გამარტივებული წარმოება არ ეყრდნობა კრედიტორის ინტერესს,ის უბრალოდ ტარდება კრედიტორის მოთხოვნით,მაგრამ თუ კი მოხდება წარმოების გასაჩივრება მის დაწყებამდე,რათქმაუნდა ის არ ჩატარდება,რადგან ასეთი ტიპის დავები არ წყდება აღსრულების ეროვნულ ბიუროში და ის სასამართლოს გადასაწყვეტია.ასეთი წარმოებები შეჩერებადია და მისი შეჩერება შეიძლება მის ჩატარებამდე.ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ ის,რომ შეტყობინების ჩაბარებისთანავე მოგვეცემა ვადა 10 დღის ოდენობით რათა პასუხი გავცეთ გამსესხებლის მოთხოვნებსა და გამარტივებულ წარმოებებს.იმისათვის რომ შევწყვიტოთ აღნიშნული წარმოება,აუცილებლად უნდა მივიდეთ აღსრულების ეროვნულ ბიუროში და განვაცხადოთ წერილობითი უარი მასზე.აღსრულების ეროვნული ბიურო მდებარეობს დიღომში აღმაშენებლის ხეივანზე.წერილობითი უარის განცხადებისათვის უნდა შევიდეთ კაბინეტში და ვთხოვოთ ოპერატოს დახმარება.აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი თავად დაწერს განცხადებას,ამობეჭდავს მას და მოგვცემს გადასამოწმებლად რათა გავეცნოთ,რის შემდეგაც უნდა მივუთითოთ ჩვენი მისამართი თარიღი და ხელმოწერა.ამის შემდგომ კი წერილი უნდა გადავცეთ ოპერატორებს მიმღებში.წარმოება ჩაითვლება შეწყვეტილად და გამსესხებელს მოეჭრება ყველა გზა გარდა სასამართლოში მისვლისა.თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ დაეთანხმოთ წარმოებას რის შემდეგაც წარმოება ჩატარდება,ან ნაწილობრივ დაეთანხმოთ და დათანხმდეთ მოლაპარაკებას,რომლის შუამავალიც იქნება აღსრულების ეროვნული ბიუროს ქეის მენეჯერი.ალბათ დამეთანხმებით რომ მოლაპარაკება ისეთ გამსესხებელთან რომელიც იმაზე მეტს ითხოვს ვიდრე მას ეკუთვნის,საკმაოდ რთულია რადგან მისი მოთხოვნები დღეში მინიმუმ 1 % შეადგენს,რაც წელიწადში 365 % ითვალისწინებს სესხის ძირი თანხისა.2007 წლამდე საქართველოში იკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სესხი,რომლის წლიური სარგებელი 120% შეადგენდა,თუმცა აღნიშნული კანონი საქართველოს კანონმდებლობიდან სრულიად ამოვარდა 2007 წელს,რამაც გამოიწვია მასიურად ისეთი ორგანიზაციების ჩამოყალიბება როგორიც არის,მიკრო საფინანსო ან სწრაფი ონლაინ სესხები.მიუხედავად ამ ყველაფრისა თქვენ გაქვთ საშუალება მიმართოთ სასამართლოს პროცენტის დაწევის მოთხოვნით,რადგან გაქვთ ამისი უფლება.რაც შეეხება გამარტივებულ წარმოებას დარწმუნებული იყავით იმაში,რომ სასამართლოს გარეშე თქცენი ინტერესები რათქმაუნდა გათვალისწინებული იქნება.