საიტის შესახებ

           მოგესალმებით ყველას

21-ე საუკუნე - ეს ის დროა,როდესაც ადამიანის ყურადღებას იბყრობს მარტივი გზა,ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით.ძირითადი პრობლემა,21-ე საუკუნის,ადამიანების 90 პროცენტში არსებული პრობლემაა,რაც დაკავშირებულია ფულთან,თუმცა ყველამ უნდა ვაღიაროთ,რომ მარტივად ფულის შოვნა მხოლოდ ვინმესგან თანხის სესხებაა,მაგრამ არასოდეს ვუკვირდებით იმას,თუ როგორ ვაპირებთ ამ თანხის დაბრუნებას.ამ ბლოგის სასაუბრო თემაც სწორედ ეს იქნება,თუ როგორ დავაბრუნოთ სესხები ისე რომ პრობლემებს არც ჩვენ დავემალოთ და არც კრედიტორი დავტოვოთ გაღიმებული.
ჩვენ ვეცდებით განვიხილოთ ყველა ის თემა,რაც საბანკო და არასაბანკო სისტემას შეეხება,პრობლემურ მსესხებელთან დაკავშირებით და აგრეთვე გამოვააშკარაოთ ის ჭეშმარიტება,რასაც ე.წ ამომღები კომპანიები თავისებურად გადმოგვცემენ სესხების დაბრუნებისას და ამით ცდილობენ კიდევ უფრო წნეხში ჩაგვაგდონ.აგრეთვე ვისაუბრებთ მარეგულირებელ ორგანოებზე,რომლებიც კანონიერად ცდილობენ ყველა მხარის დაკმაყოფილებას და რაღათქმაუნდა საქართველოს კანონმდებლობის იმ ეტაპებზე,რომლებიც უშუალოდ ამ აქტივებსა და პრობლემურ სესხებს შეეხაბა.სასამართლო პროცესები,წარმოებები რაც შესაძლოა ჩატარდეს თქვენს წინააღმდეგ და აგრეთვე ის ქმედებები,რომლებიც კანონიერი იქნება თქვენი მხრიდან,არაკანონიერი ქმედების წინააღმდეგ.
სესხები,როგორც ასეთი,არის სამომხმარებლო,ბიზნესისათვის,ავტომანქანებისათვის და 21-ე საუკუნეში ყველაზე გავრცელებული ონლაინ სესხები,რომელიც დამეთანხმებით საზოგადოების უმეტესობას ყველაზე მეტად აშინებს თავისი სასესხო საკომისიოთი ჯარიმითა და პირგასამტეხლოთი.
ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ საკითხს რაც ამ სესხებს შეეხება და ყველა იმ კანონს რაც ამ სესხების დარეგულირებაში დაგვეხმარება.გაითვალისწინეთ მთავარი ის არ არის სესხი დაიფაროს არამედ ის,თუ როგორ დავფარავთ მას და როგორ მივაღწევთ სესხის განულებას მინიმალური გადასახდელით...