სასამართლო პრაქტიკა

დღეს ყველას,ვისაც კი აქვს აქტიური თუ გადაცილებული სესხი უჩნდება კითხვა თუ როგორ ჯობია მოვიქცე დავფარო სესხი დიდი საკომისიოთი გადანაწილებით თუ ერთდლოულად შევითანო თავდაპირველი თანხა,თუკი კრედიტორის მხრიდან არის ასეთი შემოთავაზება.თუკი გაქვთ თანხა,რათქმაუნდა ჯობია მოაგვაროთ მარტივად ეს საკითხი არა სიტყვიერით არამედ წერილობითი ფორმით,მაგრამ თუკი ჩვენ არ გვაქვს ეს თანხა და მაღალ პროცენტსაც ვუარყობთ ამ შემთხვევაში ჯობია საქმე სასამართლომდე მივიყვანოთ ან როგორმე მივიდეთ შეთანხმებამდე.ჩემს პრაქტიკაში არსებობს ასეთი პროცესები,როგორიც არის მოსამართლის მიერ უზარმაზარი პროცენტის უარყოფა და ამას ახლავე მოგიყვები.
2016 წლის 23 მაისს ჩატარდა სასამართლო პროცესი,სადაც მომჩივანი კომპანია Masesxe.ge 450 ლარში ითხოვდა 1200 ლარს.აქედან 50 ლარი საკომისიო იყო 100 ლარი გამარტივებული წარმოების საფასური,ხოლო დანარჩენი პროცენტი.სასამართლოს დაწყებისთანავე მოსამართლემ დაიწყო საუბარი იმასთან დაკავშირებით,რომ სასამართლო პროცესს გახსნილად აცხადებდა და დაიწყო მხარეებისათვის საქმის დეტალების გაცნობა.როგორც კი წაიკითხა მოთხოვნები,მოსამართლემ თქვა ასეთი რამ:450 ლარში 1200 ლარი საკმაოდ დიდი თანხაა და ამ საქმის წარმოება დაიწყება 750 ლარიდან.ანუ მაქსიმალური თანხა რაც კრედიტორს ექნებოდა მოსათხოვი იქნებოდა 750 ლარი.კრედიტორმა გააკეთა შემოთავაზება რომ 750 ლარს 7 თვეში გაანულებდა გადანაწილებით,ყოველ თვე 100 - 100 ლარი და ასევე გააკეთა განაცხადი,რომ ძირი თანხა იქნებოდა 450,საკომისიო 50,პირგასამტეხლო 150 და გამარტივებული წარმოების საფასური 100 ლარი.თუმცა მსესხებელმა ეს უარყო და თქვა,რომ ის თავიდანვე ცდილობდა სესხი გაენულებინა გადანაწილების პრინციპით,რაზეც კომპანია არ დათანხმა და აღსრულებას მიმართა,რაც მსესხებლის ინტერესში არ შედიოდა.ამ პასუხიდან გამომდინარე პროცესი მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე,რომ მსესხებელს 1200 ლარის ნაცვლად დაეკისრა 700 ლარი 7 თვის ვადით.
ალბათ ყველა დამეთანხმებით,რომ ეს გადაწყვეტილება მისაღებია ყველასათვის ვინაიდან,3 მაგი თანხის გადახდა არავის უხარია.აღნიშნული პრაქტიკის მიხედვით შეგვიძლია ყველამ თამამად ვთქვათ,რომ სასამართლო არის გამოსავალი იმისა,რომ სამართალს მივაღწიოთ.