Saturday, June 25, 2016

როდესაც კრედიტორი მიდის სამსამართლოში

გადაცილებაში მყოფი სესხები უმეტეს წილად არის გაპრობლემებული,ეს კი გულისხმობს იმას,რომ მათი ამოღება და მსესხებლის დათანხმება რაიმე წინადადებაზე არის საკმაოდ რთული,ამიტომაც სესხების ამოღემის მიზნით კრედიტორი იტოვებს უფლებას ჩაატაროს გამარტივებული წარმოება რაზეც უკვე ვისაუბრეთ.ზოგადად ყველა კრედიტორი არ იყენებს ასეთ მომსახურებას და ზოგი სასამართლოში მიდის პირდაპირ.თუკი აღსრულების წარმოება არ ჩატარდება,შესაბამისად გამსესხებელი სასამართლოს აკითხავს და შეაქვს სარჩელი მსესხებლის წინააღმდეგ.სარჩელი მოიცავს იმ დოკუმენტებს რაც პირველ რიგში ამტკიცებს იმას,რომ სესხით ისარგებლეთ.კონტრაქტი,რომელსაც დაეთანხმეთ სესხების აღებისას,თქვენი გადახდების ამონაწერი თუ რათქმაუნდა გაქვთ ძირ თანხაში გადახდილი რაიმე თანხები და გამსესხებლის ინფორმაცია,ანუ ის ინფორმაცია რომლითაც ის არის ოფიციალურად რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.ამ ფურცლების გამზადებისას მომჩივანი მხარე ყველა ამ დოკუმენტს გადასცემს სასამართლოს და 1 ეგზემპლიარს იტოვებს თავისათვის საქმის წარმოებისთვის.სასამართლო მას აძლევს ერთ ეგზემპლიარს მოპასუხისათვის გადმოსაცემად რომ მსესხებელი გაეცნოს საჩივარს.გამსესხებელმა თავად უნდა უზრუნველყოს ამ სარჩელის ჩაბარება მოპასუხისათვის და უგზავნის მას ფოსტით ან პირადად გადასცემს დიდ კონვერტს რომელსაც აწერია საქალაქო სასამართლო და არის დალუქული.
რაც შეეხება სასამართლო გადასახდელს ის დამოკიდებულია სადაო საგანზე.თუ მისი მოცულობა ნაკლებია 2000 ლარზე,სასამართლო გადასახადი განისაზღვრება 50 ლარით ხოლო თუ მეტია,100 ლარით.იმასთან დაკავშირებით თუ ვინ გადაიხდის სასამართლო ხარჯებს ეს სასამართლოს დასრულებამდე არის უცნობი და ნუ მოტყუვდებით იმაში,რომ ამ 50 თუ 100 ლარის გადახდა თქვენ მოგიწევთ.ხშირად გამსესხებელი სასამართლო ხარჯს გვიფასებს 500-600 ლარად ამასაც არ დაუჯეროთ,რადგან თავად გამსესხებლის ინტერესში სასამართლო არ შედის და ის მოქმედებს შესაბამისად ისე,რომ სესხი თავის პროცენტებიანად ამოიღოს უვნებლად,რაც სასამართლო დავისას ფაქტიურად შეუძლებელია.თუ სასამართლოზე გამსესხებელი და მსესხებელი გარკვეულ თანხაზე შეთანხმდებიან და საქმე მოლაპარაკებით დასრულდება სასამართლო გადასახადი არ დაეკისრება არცერთ მხარეს.გაითვალისწინეთ.თქვენს ინტერესში თუ არის სესხის პროცენტის დაკლება ან სესხის ძირ თანხაზე უარის თქმა,არავითარ შემთხვევაში არ გაუკეთოთ იგნორი სარჩელს,ვინაიდან თქვენი უმოქმედობა იქნება კრედიტორისათვის თავისი მიზნის მიღწევის ტოლფასი,რადგან ასე და მხოლოდ ასე შეძლებს გამსესხებელი იმ თანხის ამოღებას,რომელზეც ის გედავებათ.