გამარტივებული წარმოება
ალბათ ყველას გაგვიგია გამსესხებლისგან მსგავსი შინაარსის სიტყვები იმასთან დაკავშირებით,რომ სასამართლო არ არის საჭირო თქვენი ანგარიშისა თუ ქონების დაყადაღებისათვის,თუმცა არ შეგვიძლია მთლად დავეთანხმოთ ამ სიტყვებს,რადგან უკანონო ქმედება მიგვაჩნია.აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს მსგავსი ტიპის წარმოება,რაც კრედიტორისათვის გამარტივებულ გზას წარმოადგენს.თუ კი გამსესხებელი წარადგენს იმ დოკუმენტაციას რაზეც ხელი მოაწერეთ და რასაც დაეთანხმეთ სესხით სარგებლობამდე,შესაბამისად გამარტივებული წარმოება მისთვის იქნება ხელმისაწვდომი,თუმცა გამსესხებელი 100% ვერ იქნება რათქმაუნდა იმაში დარწმუნებული,რომ აღნიშნული წარმოება ჩატარდება.
გამარტივებული წარმოება მოიცავს შემდგომ წარმოებებს როგორიც არის,სახელფასო ანგარიშებისა თუ ნებისმიერი საბანკო ანგარიშების,აგრეთვე უძრავ-მოძრავი ნივთების დაყადაღებას და შესაბამისად აუქციონის პრინციპით მათი გაყიდვით კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.თუმცა უმეტესობამ არ იცის ის,რომ ასეთი ტიპის წარმოება შეჩერებადია.თუკი თქვენ არ სცნობთ კრედიტორის მოთხოვნებს სესხებთან დაკავშირებით,აღნიშნული წარმოების თავიდან აცილება მარტივია.ზოგადად,როდესაც ვართ იმის მოლოდინში,რომ ასეთი წარმოება შეიძლება ჩატარდეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ,რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოგვიგზავნის შეტყობინებას ფოსტის მეშვეობით,გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე.გამოგვიგზავნის იმ მისამართზე,რომელიც კრედიტორისათვის არის ცნობილი ამიტომაც,თუ თქვენ მითითებული გაქვთ სხვა მისამართი სესხების აღებისას,სჯობს სასწრაფოთ ჩაანიშნინოთ გამსესხებელს მისი ცვლილების შესახებ.წერილი,როგორც ავღნიშნეთ,მოვა საქართველოს ფოსტის მეშვეობით და კურიერი მას თავად ჩაგაბარებთ.ხოლო თუ ჩაბარება ვერ მოხდება,დაგიტოვებთ წერილს და აღნიშნულ შეტყობინებას დატოვებს ფილიალში 3 დღის ვადით.თუ წერილის ჩაბარება მაინც ვერ მოხერხდა და თქვენ არ იქნებით ინფორმირებული ამის შესახებ ან წერილს ჩაიბარებთ და დაუყოვნებლივ არ მოიმოქმედებთ ყველაფერს წარმოების შესაჩერებლად,წარმოება დაიწყება.ამიტომაც აუცილებელია ყველა ტიპის შეტყობინების ჩაბარება,იქნება ეს სასამართლო კონვერტი თუ გამარტივებული წარმოების ჩატარების ცნობა.დაიმახსოვრეთ,რომ გამარტივებული წარმოების ცნობა არ დევს კონვერტში და ის წარმოადგენს რამოდენიმე ფურცლის დასტას სადაცწერია ყველა ის მოთხოვნა რაც კრედიტორის მიერ არის წამოყენებული,აგრეთვე წარმოების საფასური,რომლის გადახდაც მოგიწევთ თქვენ წარმოების ჩატარების შემთხვევაში და ქმედებების ჩამონათვალი,რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენ საკუთარი თავისა და ინტერესების დასაცავად.რაც შეეხება წარმოების საფასურს ის შეადგენს 100 ლარს.