Monday, June 20, 2016

აღსრულების ეროვნული ბიურო

აღსრულების ეროვნული ბიურო

როგორც ვიცით და როგორც ავღნიშნეთ წინა სტატიებში წარმოებები,რომლებიც მოიცავს ყადაღასა თუ საბანკო ანგარიშების დაბლოკვას,მხოლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას წარმოადგენს,სხვა დანარჩენი არ არის უფლებამოსილი ასეთი წარმოებები ჩაატაროს.აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისას და შესაბამისად ის არ დაიცავს კრედიტორის ინტერესებს თუ მას არ გააჩნია შესაბამისი მტკიცებულება იმისა,რომ მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელის წინაშე.არსებებს ისეთი შემთხვევაც,როდესაც აღნიშნული წარმოებები სასამართლო დადგენილების გარეშე წყდება,ამას კი გამარტივებული წარმოება ჰქვია,რაზეც ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ შემდგომ სტატიაში.ზოგადად შემოსული ზარები და მუქარები იმის თაობაზე,რომ დაგიყადაღდებათ ანგარიშები თუ უძრავ მოძრავი ნივთები,არ არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებული.ეს ზარები შემოდის,როგორც გამსესხებლის,ასევე კოლექტორული სააგენტოს ( ამომღები კომპანიების ) მიერ.ასეთი ზარის შემოსვლისას საჭიროა ჩავიწეროთ საუბრები და თუკი ზარის განმხორციელებელი წარმოგიდგენთ თავს როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი,დაუყოვნებლივ მიმართეთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ამ ჩანაწერით.უკანონოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით სარგებლობა და მუქარების სროლა არის დანაშაული და შესაბამისი პასუხიც გაეცემა ასეთ განცხადებებს.ვინაიდან არავინ არის უფლებამოსილი გამოიყენოს ლანძღვა და მუქარა ვიღაცის,თუნდაც თავისი ინტერესებისა და მოთხოვნების დასაცავად.ხოლო რაც შეეხება აღსრულების ეროვნულ ბიუროს,მისი ქმედებები ასეთი წარმოებებისას არ ხორციელდება არც ზარებით და არც დავით იმასთან დაკავშირებით,რომ თქვენ გაქვთ ვიღაცის წინაშე ვალდებულება.ის მოქმედებს კანონისა და წესების მიხედვით.