ალბათ ყველას გაინტერესებთ ისეთი საკითხი,როგორიც არის სესხების და კრედიტების ხანდაზმულობა.სესხები,როგორც ასეთი,ბანკის ან კერძო კომპანიის მიერ გაიცემარაღაც ვადით,მაგრამ რა ხდება იმ დროს,როდესაც კრედიტი დროულად არ ბრუნდება,ან გათვალისწინებულ ვადაში არ ხდება მისი სრულად დაფარვა?ამ დროს გამსესხებელი ცდილობს სესხის ამოღებას როგორც ყველამ ვიცით.ზოგი გაცემული სესხების ამოღებას,რაღაც გარკვეულ ვადაში ახერხებს,ეს შეიძლება იყოს თვეები ან ერთი წელი ,მაგრამ ზოგი ამას უბრალოდ შეგნებულად არ აკეთებს,რათა პროცენტი გაიზარდოს და უფრო მეტი მოგება ნახოს ამით.როდესაც სესხების ამოღება არ ხდება დროულად,მას ხანდაზმულობის ვადა ემატება.კრედიტორს შესაძლებლობა ეძლება 3 წლის ვადაში ამოიღოს აღნიშნული სესხები სხვადასხვა გზით:ამოიღოს ეს სესხი მოლაპარაკების საფუძვლზე,აღსრულების ეროვნული ბიუროთი ან სასამართლოთი და ეს ყველაფერი როგორც ავღნიშნეთ უნდა მოხდეს უახლოესი 3 წლის ვადაში.რა მოხდება თუ კრედიტორი არ ამოიღებს ამ სესხს ამ ვადაში?ალბათ ყველას გაგვიჩნდება ასეთი კითხვა.კრედიტორი რათქმაუნდა 3 წლის შემდეგაც ეცდება ეს სესხი ამოიღოს თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც,რომ არავითარ შემთხვევაში გამსესხებლის წინადადებას არ უნდა წამოვეგოთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ,რომ კრედიტორის დანაპირები იმასთან დაკავშირებით,რომ რაღაც მცირე თანხის შეტანისას შეგეშვებათ,თქვენს მიერ გადახდილი თანხები რაღათქმაუნდა სესხის განახლებას დაადასტურებს.სესხები ხანდაზმულად ითვლება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ,როდესაც თქვენს მიერ ბოლო გადახდიდან არის 3 წელი გასული და არა თანხის მიღებიდან.ასეთ დროს უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორი,რომ კრედიტორს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს და თქვენი გამოუცხადებლობის შემთხვევაში სესხი განახლდება და სასამართლოს მიერ კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდგომ თქვენ გელით ის,რასაც ყველაზე ნაკლებად ელით:ანგარიშების და ქონებს დაყადაღება,რათა კრედიტორის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდეს.გაითვალისწინეთ ის,რომ ასეთ საქმეში გამსესხებელმა უნდა დაიცვას თავისი პრინციპი და მსესხებელმა კი თავისი თავი.არავითარ შემთხვევაში არ მიიჩნიოთ ნებისმიერი კრედიტორის ქმედება ფუჭად,რადგან თქვენ თუ არ დაიცავთ თქვენს იურიდიულ უფლებას,გამსესხებელი არ აღიარებს რეალობას და შესაბამისად დაუკმაყოფილდება ყველა ის მოთხოვნა,რაც თქვენს წინააღმდეგ გააჩნია.