ალბათ ყველამ ვიცით,თუ რას წარმოადგენს კოლექტორული სააგენტო,მაგრამ მოდით მათ ავუხნათ ვინც არ იცის რა სააგენტოა ეს.
კოლექტორული სააგენტო - kolector - შემგროვებელი,სხვა სიტყვებით ამომღები კომპანია.ჩვეულებრივი შპს - ს სტატუსის მქონე ორგანიზაცია,რომელსაც არ აქვს არც ყადაღის უფლება და არც ნებისმიერი ქმედების ჩადენის უფლება,თუნდაც იმისი,რომ თქვენს ახლობელს ან ოჯახის წევრს აცნობოს თქვენი დავალიანების შესახებ.ასეთი კომპანიები ატარებენ "იურიდიულ" სახელს,თუმცა ისინი სულაც არ არიან იურისტები.ნებისმიერ ადამიანს აქვს იმისი საშუალება,რომ დაიწყოს ასეთ სააგენტოში მუშაობა.მათ არ იციან არც სამოქალაქო კოდექსები და არც ის ფაქტორები,რაც მათთან არის დაკავშირებული,მხოლოდ და მხოლოდ იციან ის,რასაც მათ ტრეინინგებზე ასწავლიან.ეს არის აღსრულებაში წარმოებები,რისი უფლებაც მათ აქვთ და ტყუილი სადაც იძახიან რომ სასამართლოს გადასახდელი უფრო მეტი დაგეკისრებათ ვიდრე თქვენი ვალდებულება არის.არ დაიჯეროთ.კოლექტორული სააგენტოები ისევე,როგორც ნებისმიერი სააგენტო,მუშაობს შეთავაზებისამებრ და სწორად ეს არის მათი შემოსავლის წყაროც.ბანკები და კომპანიები დროს არ კარგავენ იმაში,რომ აქტიური სესხი დააბრუნებინონ კლიენტს,ამიტომაც ისინი მიდიან კოლექტორულ სააგენტოში და დებენ ხელშეკრულებას,რის მიხედვითაც სააგენტოს გადაეცემა მსესხებლის პირადი ინფორმაცია და ხდება თანხის ამოღება ამ ინფორმაციის მიხედვით.თუ სესხის ამოღება მოხდა,გამსესხებელი იღებს იმ თანხას,რაც მას ეკუთვნის,ხოლო ამომღებ კომპანიას უტოვებს იმ თანხას,რაზეც შეთანხმდებიან,თუ აქტივის ამოღება არ მოხდა,შესაბამისად ეს კომპანიებიც ვერაფერს აკეთებენ,თუმცა ისინი მაქსიმალურად ცდილობენ გინებითა და ლანძღვით მიაღწიონ ამ ფულის ამოღებას,რათა კლიენტი - ამ შემთხვევაში გამსესხებელი - არ დატოვონ დაკარგული აქტივით და არც თვითონ დაკარგონ თანხა.დღეის მდგომარეობით კოლექტორული სააგენტოები მატულობს და მატულობს,ისევე როგორც გამსესხებლების რაოდენობა.არსებობს უამრავი სააგენტო : პაბი იგივე პრობლემური აქტივების ბიურო,ინკასო,ფინანსური სააგენტო,კერძო აღმასრულებელი,ტრიბა,დივიზიონ გრუპი და ბევრი სხვა.თუკი თქვენ მაინც მოგიწევთ ასეთი სააგენტოს ხახაში ჩავარდნა,ეცადეთ თავი თქვენს მოწოდებაზე დაიჭიროთ და არ გაეკიდოთ მათ ლანძღვას და შეურაწყოფას.შემდეგ სტატიაში ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ იმ საკითხზე,თუ როგორ მოვიშოროთ კოლექტორები.მადლობა ყველას ყურადღებისათვის.გისურვებთ მშვიდ და წყნარ ცხოვრებას.