Tuesday, June 14, 2016

თაღლითობა

ალბათ ყველას აინტერესებს,თუ რა არის თაღლითობა.
კრედიტორის სიტყვებით თაღლითობა ეს არის ის მომენტი,როდესაც ადამიანი თანხას იღებს და შემდგომ ვეღარ აბრუნებს,ან აქვს აქტიური სესხები სხვა კრედიტორთანაც,თუმცა ეს არც საშუალებით და არც კრედიტორების რაოდენობით განისაზღვრება.თაღლითობა ეს სულ სხვა პრინციპია და ისეთი გარემოებისას ბრალდება ადამიანს,როდესაც სესხს იღებს და არ აღიარებს მას ან განზრახ არ აბრუნებს.ზოგადად თაღლითობაზე ადამიანი სისხლის სამართლით ისჯება,რაც ბრალდებულის დასჯას გულისხმობს.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 ე მუხლის თანახმად,თაღლითობა ისჯება ჯარიმით,გასასწორებელი სამუშაოებით,საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან 2 დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.ზოგადად თაღლითობა გულისხმობს სხვისი ქონების მისაკუთრებას,რომელიც შეიძლება მიღწეული იყოს ტყუილით ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებით,მხოლოდ და მხოლოდ ნივთის ან ქონების ხელში ჩაგდების მიზნით.ნივთის დამთმობი,ძირითადად ასეთ დროს მის კანონიერი მფლობელია რომელიც თაღლითობას თავად გადასცემს ამ საკუთრებას ცრუ ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებისას.სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებისას თაღლითობის ჩადენა დიდი ოდენობით ან არაერთგზის ისჯება სსკ-ს 180 მუხლის 3 -ე ნაწილის თანახმად,რაც გულისხმობს 6 დან 9 წლამდე თავისუფლების ვადის აღკვეთას,ხოლო მისაკუთრების ან გამოძალვისათვის,7 დან 10 წლამდე.ალბათ ყველას გაინტერესებთ,თუ რატომ გვემუქრებიან კრედიტორები კრედიტების არ დაბრუნებისას,რომ თაღლითობის მუხლით გაგვასამართლებენ.ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ერთი გამოსავალია,რომ კრედიტი დაბრუნდეს,თუმცა პატიოსან გადამხდელს და ისეთ მსესხებელს რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პროცენტისა ან ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს გადახდას ასეთი რამე არ ემუქრება.