საბანკო და არასაბანკო სისტემა თანხის სესხებისას ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია,ვინაიდან და რადგანაც საბანკო პროდუქტი რეგულირებადია,ხოლო არასაბანკო არა.ის,თუ რაში გამოიხატება რეგულირება,ამას აუცილებლად განვიხილავთ ამ სტატიაში,ცოტა მოგვიანებით მანამდე კი მოდით გადავხედოთ და შევადაროთ ერთმანეთს სესხები,მათი მუშაობის პრინციპები და ის სირთულეები,რაც საბანკო და არასაბანკო სისტემებში გვხვდება.პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ იმაზე,რომ საბანკო პრინციპით მუშაობა მხოლოდ საბანკო სისტემაში თუ შეგვხვდება,ან ისეთ სისტემაში სადაც ეროვნული ბანკია ჩართული,რაც საქართველოში ფაქტიურად არ არსებობს,გარდა ბანკებისა.არასაბანკო სისტემა,კი ის სისტემაა სადაც,კომპანია თავად იღებს გადაწყვეტილებას სარგებელსა თუ წაგებაზე.კომპანიები,რომლებიც მუშაობენ მაღალ საპროცენტო განაკვეთზე,ისინი არ შეიძლება იყოს საბანკო სისტემით მომუშავე,რადგან საბანკო სისტემას აქვს თავისი პრინციპი მუშაობის,როგორც პროცენტზე ასევე საკომისიოსა და სარგებელზე,აქედან გამომდინარე ასეთი კომპანია მუშაობს არასაბანკო სისტემით.ავიღოთ ნებისმიერი სწრაფი სესხი,როგორიც არის ვივუსი,ნეტკრედიტი,ონლაინკრედიტი,კრედიტონი,ემასკრედიტი და ა.შ მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს,როგორც მოგეხსენებათ და ამისი მიზეზი გახლავთ მხოლოდ ის,რომ მათი მუშაობის პრინციპი,მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე და არა კლიენტის ინტერესზე.ამისი დასადასტურებლად კი მოგიყვანთ იმ შედეგებს,რაც ჩვენმა ექსპერიმენტმა გამოააშკარავა.მოგიყვანთ ასევე ცალკეულ შემთხვევებს,იმ მიკროსაფინანსოებთან დაკავშირებით რომლებზეც ექსპერიმენტი ჩავატარეთ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რომლებიც კლიენტებთან ურთიერთობისას თავად ამბობენ იმას,რომ კომპანია არა სესხის ამოღებაზე არამედ მოგებაზე მუშაობს.ექსპერიმენტის შედეგებს გაეცანით გვერდზე ''ექსპერიმენტის შედეგები''.