Monday, June 13, 2016

სესხები

სესხები

(აღნიშნული სტატია არ შეიცავს სარეკლამო განცხადებას ის უბრალოდ გაწვდით მარტივ მაგალითს)
   21 -ე საუკუნის ყველაზე დიდი პრობლემა,რომელიც დედამიწის მოსახლეობის მეცხრედს აწუხებს.ეს არის დიდი ვირუსი,რომელიც ისე მალე ედება მოსახლეობას,რომ მისი შეჩერება შეუძლებელია,განსაკუთრებით კი იმას ვისაც ინტერნეტ წვდომა გააჩნია.საქართველოს შემთხვევაში ყველაზე აქტიურ პრობლემად რაღათქმაუნდა ონლაინ სესხები არის,ვინაიდან საქართველოში მყარად მოიდგა ამ კამპანიებმა ფეხი და უფრო მეტიც,იმხელა მოგება ნახა რომ ყველა ვისაც კი ჰქონდა საშუალება მინიმალური სახსრებით დაეარსებინა მსგავსი დაწესებულება,სადაც ერთი თითის დაჭერით მოგცემდათ თანხას და მინიმუმ ამ თანხის ნახევარის მოგებაში დარჩებოდა,აუცილებლად დააწესა მსგავს რამ.ყველასათვის ცნობილია,რომ ასეთი კომპანიები დრაკონული წესებით ცდილობენ თანხა დაიბრუნონ.იყენებენ მუქარას არაკანონიერად,სხვისი სახელით სარგებლობენ,ცდილობენ დაგარწმუნონ რომ მათი თანხმობის გარეშე სასამართლოც ვერ გიშველით,თუმცა ჩვენ ვეცდებით ავუხილოთ თვალები მათ,ვინც ასეთი კომპანიის ტყუილებისაგან არის მთვრალი.აღნიშნულ კომპანიებს არანაირი კავშირი არ აქვთ საბანკო სისტემასთან,რაც მათი მუშაობის პრინციპიდან ნათლად ჩანს.თუკი საბანკო სისტემაში სამომხმარებლო სესხების წლიური სარგებელი არ აღემატება 19 %,მათ შემთხვევაში თვიური სარგებელი შეადგენს სრული თანხის მინიმუმ 20 %,რაც დამეთანხმებით ძალზედ სოლიდური თანხაა.რაც შეეხება პირგასამტეხლოს მოგიყვანთ მარტივ მაგალითს.თუკი ბანკ რესპუბლიკაში დაგიმტკიცებენ სამომხმარებლო სესხს 6100 ლარს და გადაანაწილებთ 3 წელიწადზე,მაგრამ უცბათ მოხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევა და 1 თვე ჩაგივარდებათ,თქვენს მიერ გადასახდელი თანხა 250 ლარი იქნება,საიდანაც ძირი თანხა გადაცილების გარეშე 220 ლარია,ხოლო 30 ლარი პირგასამტეხლო.რაც შეეხება მიკროსაფინანსო სესხებსა და ონლაინ სესხებს,აქ სულ სხვა კანონია,რომელიც არც კონსტიტუციურად არის გამართლებული და არც საბანკო სისტემით.რეალურად გაადცილებული თვე,ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებში,შეადგენს დაახლოებით 45% დან 60% მდე,რაც დამეთანხმებით კიდევ უფრო საშიში თანხაა.100 ლარზე ეს არის 45 დან 100 ლარამდე,მაგრამ 1000 ლარამდე სესხების შემთხვევაში,ეს თანხები უკვე 450 დან 600 ლარამდე მერყეობს,თუ არ ჩავთვლით რათქმაუნდა ერთჯერად ჯარიმებს,რომელიც 100-200 ლარია.
რეალურად,მხოლოდ 2 თვეში თქვენს მიერ გადასახდელი თანხა,1000 ის ნაცვლად,იქნება 2000+  და თუ რატომ იქნება ეს თანხა 2000 ზე მეტი,ამას თავად თქვენც მიხვდებით.როგორც ავღნიშნეთ 20% თვიური სარგებელი ყველა სესხზეა.დამეთანხმებით იმაში,რომ არ გსურთ ასეთ სოლიდურ თანხებზე თანხმობა,განსაკუთრებით იმას ვისაც 1 თვის ნაცვლად გადაცილება 5-6 და მეტი თვეა რაც აქვს.ასეთ დროს კი საჭიროა ვიბრძოლოთ,არა იმისათვის რომ თმა გავიჭაღარაოთ,არამედ იმისათვის რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები და ასეთ უკანონობას სწორად მივუდგეთ....