როგორც მოგახსენეთ ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებში,რამაც ძალზედ არასასურველი შედეგი გამოიღო.აღნიშნული ექსპერიმენტები აშკარავებს იმას,რომ ასეთი ორგანიზაციები არ ინტერესდებიან კლიენტის მდგომარეობითა თუ შესაძლებლობით.გაეცანით აღნიშნული ექსპერიმენტის შედეგებს და პასუხებს იმ კითხვაზე თუ როგორ მოვიქცე თანხას ვერ ვიხდი.
1.
ვივუს ჯი.თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში აქვს შესანიშნავი შემოთავაზება კერძოდ კი სესხის გადანაწილება 12 თვით,თუმცა ყველაზე ცუდი აქ ის არის,რომ მომხმარებელს უწევს ამ შემოთავაზებით სარგებლობისათვის თანხის გადახდა.
2.
ccloan.მკაცრად აცხადებს რომ თანხის გადანაწილება შეუძლებელია,თუმცა როდესაც თქვენს მიერ გადაცილებული აქტივი 2.5 ჯერ გაიზრდება ამას მხოლოდ მაშინ შემოგთავაზებენ,მაგრამ დამერწმუნეთ 500 ლარის გამო 1250 ის გადახდა არავის მოგინდებათ.
3.
მინიკრედიტი.ეს კომპანია სხვებისგან განსხვავებულია იმითი,რომ მათი მუშაობის პრინციპს ვერავინ ჩაწვდება,მხოლოდ იმიტომ რომ თავად იღებენ გადაწყვეტილებას გადაგინაწილებენ თუ არა.
4.
ნეტკრედიტი.ეს კომპანია თავს დებდა ტელევიზიაში იმაზე,რომ მათ აქვთ მომხმარებლებისათვის არაჩვეულებრივი შეთავაზებები,რათქმაუნდა გადანაწილებაც მათი პრივილეგია იყო,სხვა საფინანსო კომპანიებთან შედარებით,თუმცა ამ კომპანიას რაც არ უნდა ეომოთ გადანაწილებაზე,იმედი ნუ გექნებათ,რომ დადებით პასუხს მიიღებთ,რადგან ასეთი შეთავაზებით მას არასოდეს უსარგებლია.
5.
კრედიტონი ეს კომპანიაც რათქმაუნდა უარზეა გადანაწილება გააკეთოს და ასეთ წინადადებას მხოლოდ მას მერე ელოდეთ,რაც თანხა სოლიდურად გაიზრდება.
6.
უნიკრედიტი.ამ კომპანიას არ ეხუმროთ რადგან თქვენი საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა შეუძლია გადაცილების შემთხვევაში თითო გადაცილებულ თვეზე,ისე რომ სესხის თანხა გახდეს თავდაპირველი ოდენობის.ისინი სარგებლობენ რესტრუქტურიზაციით თუმცა მათაც არ აქვთ უფასო ასეთი მომსახურება.
7.
კეშ 24.ალბათ არ იცნობთ მაგრამ გაგაცნობთ.ამ კომპანიას არც შესთავაზოთ გადანაწილება,რადგან მაინც არ დაგთანხმდებათ
8.
მონჯი.მასაც არ შესთავაზოთ ეს რადგან თავად მიიღებთ ასეთ შემოთავაზებას,როგორც კი თანხა შესამჩნევად გაიზრდება.
ჩვენ მოვიყვანეთ რამდენიმე მაგალითი მიკროსაფინანსო კომპანიებთან დაკავშირებით და ალბათ ყველასათვის ნათელია ის,რომ ასეთი კომპანიებით სარგებლობა საერთოდ არ ღირს.მართალია,რომ ამ პროცედურას სულ რაღაც 20 წუთი სჭირდება,მაგრამ მიუხედავად ამისა,სჯობს კარგად ავწონ დავწონოთ ის რისკები,რაც შესაძლოა რომ თავს დაგვატყდეთ.იმათთვის კი,ვინც სარგებლობს აღნიშნული მომსახურებით,გირჩევთ კარგად გაეცნოთ იმ რისკებს,რაც მოსალოდნელია მათგან.