Monday, June 20, 2016

სესხით სარგებლობა და გამსესხებლის სარგებელი

სესხი,როგორც ასეთი არის პროდუქტი საფინანსო ბაზარზე,რომელსაც ყველა გამყიდველი თავის ფასად გვთავაზობს.სესხის სარგებლობის წინ უნდა გავითვალისწინოთ ისიც,რომ ყველა გამსესხებელი იმ ფასად ყიდის თავის პროდუქტს რა ფასიც მომგებიანი იქნება მისთვის.შესაბამისად მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს დაუბრუნოს ნასესხებ თანხასთან ერთად ის თანხაც,რაც გამსესხებლის ინტერესს წარმოადგენს ამ შემთხვევაში საუბარია არა საპროცენტო განაკვეთზე არამედ სესხის სარგებლობის საკომისიოზე.რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს ისევე როგორც სესხების მოხმარების საკომისიო,ისიც პროდუქტის საფასურს შეადგენს სესხის გადაცილებაზე.მსესხებელმა აგრეთვე უნდა გაითვალისწინოს ისიც,რომ გადახდის გადაცილება ნიშნავს კრედიტორის უფლების დარღვევას. თუმცა ასეთ დროს მსესხებელს შეუძლია უბრალოდ არ დაეთანხმოს პროცენტს, არა იმიტომ რომ ის უსაფუძვლო იქნება,(პირიქით ეს მოთხოვნა საფუძვლიანია კრედიტორისათვის და რათქმაუნდა არ ნიშნავს იმას რომ კრედიტორი რაიმე კანონსაწინააღმდეგოს აკეთებს ამ მოთხოვნით),არამედ იმიტომ რომ ის შესაძლოა იყოს დიდი და პროცენტი, რაც ჩვენ მოგვეთხოვება არის შეუსაბამოდ მაღალი.საქართველოს კანონმდებლობა და სამოქალაქო კოდექსი არ კრძალავს პროცენტის გასაჩივრებას და შესაბამისად ამ შემთხვევაში სასამართლოსაც სუბიექტური გადაწყვეტილება გამოაქვს.ნუ დაიჯერებთ ისეთ საუბრებს როგორიც არის :

ნუ გექნებათ პროცენტის დაწევის იმედი, რადგან სასამართლო მხოლოდ ჩემი მოთხოვნით დაგიკლებთ მას.
ნუ გგონიათ რომ პროცენტს ჩამოგაჭრით სასამართლო,თქვენ ხომ დათანხმდით ხელშეკრულებას?!
და ა.შ... მსგავსი საუბრები.
 დაიმახსოვრეთ, რაც არ უნდა მოხდეს სასამართლო მოგისმენთ.სასამართლო არ არის განწყობილი მეგობრულად ვინმეს მიმართ და მითუმეტეს არ იჭერს კრედიტორის მხარეს,რადგან ყველას აქვს თავისი მოთხოვნა. ზოგი გამდიდრებას ეხება ზოგი კი ვინმეს დაყაჩაღებას.შესაბამისად, როგორც ავღნიშნეთ სასამართლო არის სუბიექტური და არ იცავს უშუალოდ კრედიტორის ინტერესებს მაშინ, როდესაც მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა.მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა თქვენ მოწერილი ხელი კრედიტორის საპროცენტო სარგებელზე, სესხით სარგებლობისას სასამართლო არ დაგისმევთ ისეთ კითხვას, როგორიც არის :

თხვენ ხომ დაეთანხმეთ სესხით სარგებლობის ხელშეკრულებას?
მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420 ე მუხლის თანახმად, თქვენ გაქვთ გასაჩივრების უფლება. ეს მუხლი კი გვეუბნება, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს იმის უფლება რომ გაასაჩივროს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი და ალბათ ყველა დამეთანხმებით იმაში რომ, დღეში 1 % სესხისა საკმაოდ ძვირია და არ მოეძებნება არანაირი გამართლება. ის 1 % , რომელზეც ამ წამს ვსაუბრობთ, ისიც იაფია იმ კრედიტორებისათვის, რომლებიც ჩვენ ასე გვწამლავენ.