Thursday, June 16, 2016

როგორ დავიცვათ საკუთარი უფლებები

ყველას გვიჩნდება ისეთი კითხვა,როგორიც არის ის,თუ როგორ დავიცვათ ჩვენი უფლებები კრედიტორთან საუბრისას.პირველ რიგში საჭიროა ვიცოდეთ,რომ კრედიტორთან ან კოლექტორთან საუბრისას უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გამოვიჩინოთ თავშეკავებულობა.ასეთი ქმედება და ჩვენი ასეთი პასუხი მათ კითხვაზე უფრო მეტ ინტრიგას გამოიწვევს და უფრო მეტი შანსია,რომ კოლექტორმა ან კრედიტორმა თავისი უარყოფითი მხარე გამოაჩინოს,რაც საბოლოოდ მას ძალზედ დიდ ზარალს მოუტანს.კანონის ფარგლებში ასეთი ქმედებები დასჯადია,ამიტომაც ეცადეთ იყოთ თავშეკავებული და ასეთი ქმედებისას აცნობოთ თქვენს მოსაუბერეს,რომ ეს ზარი იწერება და თქვენ სრული უფლებით გამოიყენებთ ამ საშუალებებს კანონით დასჯისათვის.ყოველი ქმედება,რომელიც შეიძლება იყოს ჩადენილი კრედიტორის ან კოლექტორის მიერ,არის უკანონო,ვინაიდან ის ქმედება,რომელსაც თამამად გვისახელებს კრედიტორი თუ კოლექტორი სესხების ამოღების მიზნით,არის მხოლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციაში.რათქმაუნდა პრაქტიკაში არის ისეთი ქმედებები,როდესაც კოლექტორი თუ გამსესხებელი ოჯახს სტუმრობს,ქონების აღწერის მიზნით.ასეთ დროს კი ჩვენი უფლებაა დავრეკოთ საპატრულოში და ვთქვათ,რომ ჩვენს საკუთრებაში უკანონოდ იჭრებიან ან გავაგდოთ ჩვენი ძალებით.ასეთი ქმედება ისჯება კანონით.თვითნებურად ყადაღის უფლება არ აქვს არავის,გარდა აღსრულების ეროვნული ბიუროსი.უნდა ვიცოდეთ ისიც,რომ კრედიტორი ცდილობს დაგვემუქროს სასამართლოთი ან ეცადოს შემოგვტენოს რაიმე დოკუმენტი,რომელსაც ხელი უნდა მოვუწეროთ.არ მოუწეროთ ხელი არაფერზე სანამ კარგად არ გაეცნობით დოკუმენტს ან არ გააცნობთ იურისტს.გარდა ამისა ხშირია ისეთი შემთხვევებიც,რომ სიტყვიერად ხდება მოლაპარაკება სესხის ანულირებაზე.ამ დროსაც გახსოვდეთ,როდესაც იდება ასეთი შეთანხმება მოითხოვეთ დოკუმენტაცია წინასწარ,წინააღმდეგ შემთხვევაში კრედიტორმა შეიძლება მოითხოვოს კიდევ თანხის გადახდა და გითხრათ,რომ აღნიშნული თანხა მხოლოდ პროცენტს ეკუნთვნოდა.ხელშეკრულების დადებისას მოითხოვეთ კრედიტორის ხელმოწერა ან თავად მენეჯერის ხელმოწერა.ამასთან ერთად აღნიშნული კომპანიის ბეჭედი.ასეთი დოკუმენტის არსებობისას კრედიტორი ზედმეტს ვერ მოითხოვს და თუკი მოითხოვს,სასამართლო საბუთს გაამართლებს...