Monday, June 20, 2016

საფრთხეები რისაც ასე ეშინია ყველა მსესხებელს

საქართველოს მოსახლეობის 90% სესხების აქტიური მომხმარებელია.ამ მომხმარებლების ნახევარზე მეტი არის გადაცილებაში და ხშირად უჩნდებათ კითხვები იმ ფაქტის შემდეგ ,როდესაც მათ ელ ფოსტაზე მისდით მუქარის წერილები.მსგავსი წერილები შინაარსობრივად თითქმის მსგავსია და ყველა წერილი გვეუბნება მხოლოდ და მხოლოდ იმას,რომ სესხის დროულად არ დაბრუნების შემდგომ თქვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კრედიტორის სრული უფლებები,რაც მოიცავს შემდგომ ეტაპებს:
1)ოფიციალური წერილის მიწერა თქვენს დამსაქმებლებთან...
2)სარეკომენდაციო წერილის გადაგზავნა უცხო ქვეყნების საელჩოებში...
3)მსესხებლის სისხლის სამართლით მიხედვით დევნა...
4)თქვენს საკუთრებაში არსებული უძრავ მოძრავი ნივთების დაყადაღება...
დამეთანხმებით,რომ მსგავსი ტიპის წერილების მიღება ელექტრონული და სამომხმარებლო ფოსტით ამაღელვებელია და ყველას უჩენს გარკვეულ კითხვასა და ეჭვს.ჩვენ ვეცდებით ეტაპობრივად აგიხსნათ ყველა ეს გარემოება
1)რათქმაუნდა ყველამ ვიცით,რომ კრედიტორს არ აქვს იმისი უფლება ჩვენი თანხმობის გარეშე მიაწოდოს ინფორმაცია მესამე პირს ან ჩვენი ოჯახის წევს სესხისა და დავალიანების არსებობის შესახებ.ზედმეტია პირად მონაცემებზე საუბარი.კრედიტორს მიუხედავად იმისა,რომ არ აქვს მიწერის უფლება მან მაინც შეიძლება ჩვენს უშუალო უფროსს მისწეროს წერილი,მაგრამ ასეთი საქმეები და კრედიტორის ინტერესი ამით მითუმეტეს არ დაკმაყოფილდება.რათქმაუნდა ეს არ გახდება სამსახურიდან გაშვების მიზეზი,მაგრამ ასე რომც მოხდეს კრედიტორი მითუმეტეს ვერ დაიბრუნებს სესხს.უმეტეს შემთხვევაში გადაცილებული სესხი არ ხდება სამსახურიდან გაშვების მიზეზი თუნდაც ეს სახელმწიფო სამსახური იყოს.
2)რათქმაუნდა კრედიტორს არ აქვს უფლება,რომ გააგზავნოს სარეკომენდაციო წერილი საელჩოებში.კრედიტორი არ არის უფლებამოსილი აგიკრძალოთ საქართველოს საზღვრების დატოვება ეს არც მის კომპეტენციაში შედის და არც მის ინტერესში,რადგან ზოგისათვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა.ამისი უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს.
3)არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პატიოსანი გადამხდელისა და მსესხებლის სისხლის სამართლით დევნა,რადგან სესხით სარგებლობა არ ნიშნავს დანაშაულს ისევე როგორც მისი დაგვიანება.თუ საქმე თაღლითობის მუხლით იქნება განხილული პატიოსანი გადამხდელი და უსაფუძვლოდ ბრალდებული ასეთ საკითხს მარტივად აარიდებს თავს ხოლო მსესხებლის დაკავებით კრედიტორი ვერ აინაზღაურებს ზარალს თუკი მას არაფერი აბადია.
4)უძრავ-მოძრავი ნივთების დაყადაღება,ისევე როგორც საზღვრის დატოვება არ შედის კრედიტორის კომპეტენციაში და ყოველი ასეთი თვითნებული ქმედება ისჯება სისხლის სამართლით,ასე რომ თუკი თქვენს მისამართზე მოვა კრედიტორი ან ნებისმიერი მოქალაქე,თუნდაც საპატრულო პოლიცია და მოითხოვს ნივთების დაყადაღებას,თამამად შეგიძლიათ დარეკოთ საპატრულოში და მოითხოვოთ დახმარება.ეს საქმე მხოლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლის მოვალეობაა და სხვა დანარჩენი კი ვინც ასეთ ქმედებას ჩაიდენს სისხლის სამართლის მიხედვით იქნება გასამართლებული.