Thursday, June 16, 2016

ჩვენი ვალდებულება და ახლობლების ინფორმირება

ყველამ ვიცით,რომ დავალიანების გადახდის დაგვიანებისას შეიძლება შეგვექმნას ასეთი პრობლემა,როგორიც არის კრედიტორის ან კოლექტორის მხრიდან ზარი შევიდეს ჩვენს ახლობელთან.აქვთ თუ არა ამისი უფლება კრედიტორებს და რამდენად სამართლიანად იქცევიან ისინი ასეთ დროს?ჩვენ ვეცდებით ყველას ავუხსნათ და პასუხი გავცეთ ამ კითხვას.
კრედიტორი უფლებამოსილია დარეკოს მხოლოდ და მხოლოდ იმ ნომრებზე,რომლებიც მითითებულია ჩვენს მიერსესხის აღებისას.სხვა პირთან კონტაქტი და ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ინფორმაციის გაცემა არასამართლიანია ამ შემთხვევაში.როდესაც ჩვენ ვავსებთ მონაცემებს,ჩვენს ვაძლევთ უფლებას კრედიტორებს,რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ ნომრებზე დარეკვით მოიძიოს ინფორმაცია,რომლებიც მას მივუთითეთ.სესხი როდესაც არ ექვემდებარება დროულად დაბრუნებას ხდება პრობლემური და შესაბამისად გამსესხებელიც ცდილობს მაქსიმალურად მოგედავოთ,რომ ის დროულად დააბრუნოთ ამ დროს კი ის სხვადასხვა ხერხებს მიმართავს.ავიღოთ წერილები,რომლებიც კრედიტორს მისამართზე მოაქვს.მიუხედავად იმისა,რომ კრედიტორი უფლებამოსილია ეს წერილი მოგვაწოდოს პირადად,ის მაინც უნდა ჩაბარდეს მსესხებელს,ვინაიდან და რადგანაც წერილი შესაძლოა შეიცავდეს პირად ინფორმაციას და შესაბამისად მისი მე-3 პირზე მიწოდება არის დანაშაული.ასევე არ შეიძლება წერილის კარში დატოვება.ზოგადად უნდა გავითვალისწინოთ ის რომ ყოველგვარი დარღვევა კრედიტორის მხრიდან,ითხოვს დამადასტურებელ დოკუმენტს.წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მოთხოვნა მის მიმართ არამართებული და უსაბუთო იქნება.გავითვალისწინოთ ისიც,რომ ყველა ზარი კრედიტორთან მისი მხრიდან იწერება და თქვენც ამას გირჩევდით,რომ ჩაიწეროთ ყველა ზარი ვინაიდან თქვენი ერთი შეცდომა,შანტაჟის მიზეზი შეიძლება გახდეს,ხოლო მისი შეცდომა ვერასოდეს გამჟღავნდება.გარდა ამისა კრედიტორთან ზარის ჩაწერისას აუცილებელია კრედიტორი ჩავაყენოთ საქმის კურსში იმის შესახებ,რომ მისი ზარი იწერება სხვა შემთხვევაში ასეთი ტიპის საბუთი არ გამოგვადგება.