Monday, June 13, 2016

სესხს ვერ ვიხდი რა გავაკეთო?

დღეის მდგომარეობით,საკმაოდ დიდია იმ ხალხის რაოდენობა,ვინც ფინანსურ ვალდებულებაშია ჩაძირული.სწორედ ასეთ დროს გვებადება კითხვა,თუ რა გავაკეთოთ ,რომ ერხელ და სამურდამოდ ხაზი გადავუსვათ ამ ვალდებულებას.ასეთ დროს ვცდილობთ რაც შეიძლება დიპლომატიურად მოვაგვაროთ ასეთი საკითხები,თუმცა როგორც ჩანს ასე არ გამოდის უმეტეს შემთხვევაში.ვცდილობთ მივმართოთ სესხების ოფიცერს კითხვით:აქვთ თუ არა რაიმე შემოთავაზება.ხშირ შემთხვევაში პასუხი არის სესხის მთლიანი დაფარვა,ან გადავადება,ჩვენ კი არც იმისი საშუალება გვაქვს და არც იმისი,ან გადავადების საკომისიო იმდენჯერ გვაქვს გადახდილი,რომ მობეზრებული გვაქვს ამდენად დიდი თანხის გადახდა.ჩვენი რჩევა ასეთ დროს იქნება ის,რომ როგორმე მიაღწიოთ შეთანხმებას საკრედიტო ოფიცერთან,ან სესხები მთლიანად დაფაროთ ხოლო მათ კი ვისაც დიდი გადაცილება აქვს და პროცენტი კოლოსალურ რაოდენობას აღწევს,ვურჩევდით რომ სასამართლოთი სცადოს პროცენტის ჩამოკლება,რადგან ეს ყველაზე კარგი ვარიანტია.საქართველოს კანონმდებლობის და სამოქალაქო კოდექსის თანახმათ ყველა მოქალაქეს აქვს იმისი უფლება რომ გაასაჩივროს აღნიშნული სესხი და საკომისიო,როდესაც ის ნორმაზე მაღალია.ერთ ერთი საშუალება იმისი,თუ როგორ დავფაროთ სესხი,არის ასეთი გზა...კრედიტორს დავუბრუნოთ ის თანხა რომლითაც ვისარგებლეთ + საკომისიო +100-150 ლარი პროცენტული სარგებელი,თუ სესხის ოდენობა 500 ლარს აღემატება თუ ნაკლებია 50-100 ლარიც საკმარისი იქნება და მივწეროთ ოფიციალური წერილი ფოსტის მეშვეობით ჩვენი ხელმოწერით,რომ სესხი რომლითაც ვისარგებლეთ დავაბრუნეთ,ისევე როგორც საკომისიო და კრედიტორის დარღვეული უფლებების აღსადგენად დავუმატეთ 50-100 ლარი,რომელიც საპროცენტო სარგებელში უნდა ჩაიწეროს.წერილისა და ქვითრის ასლიც შეინახეთ,რადგან რაიმე გაურკვევლობის შემთხვევაში ის გამოგადგებათ.რათქმაუდა კრედიტორი ამ შეთავაზებას არ დათანხმდება,მაგრამ სასამართლოში რომც მივიდეს და რომც გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება,თქვენ მაინც გამოგადგებათ ეს,ვინაიდან პროცესის წაგებისას თქვენ ეს ქვითარი გაგამართლებთ,ხოლო თუ კრედიტორმა მაინც მიაღწია შედეგს თქვენს მიერ კრედიტორისათვის დასაბრუნებელი თანხა,სესხის ოდენობის მაინც არ იქნება და შესაძლოა მხოლოდ 100-150 ლარად შემოიფარგლოს,თუმცა ასეთი შემთხვევა პრაქტიკაში თითქმის არ არსებობს,რომ სესხებოს დაბრუნების შემდეგ კრედიტორი ამხელა პროცენტს ასაჩივრებდეს.
ზოგადად სწრაფი სესხები არის მხოლოდ და მხოლოდ უბრალოდ "შპს"-ს სტატუსის მქონე ჩვეულებრივი ორგანო.როგორც ავღნიშნეთ მასზე არ მოქმედებს,არც საბანკო სისტემა და არც საბანკო რეგულაცია.აქედან გამომდინარე კომპანია თავის პროდუქტს ყიდის იმ ფასად,რომელიც მისთვის მისაღებია.თუმცა კანონმდებლობა არ გვიკრძალავს სესხები გავასაჩივროთ,თუნდაც მაშინ როდესაც ის რეგულირებადია და საბანკო სისტემითა და პრინციპით მუშაობს.